სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე ამბობს, რომ შესყიდვების შესახებ ახალი კანონით შავი სია მკაცრდება.
BMG-ის კითხვაზე, რამდენად პრობლემატურია, რომ შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში მოხვედრას კომპანიები სასამართლოში ასაჩივრებენ და თეთრ სიაში ინაცვლებენ, ასევე იგეგმება თუ არა სიახლე ამ მიმართულებით, ლევან რაზმაძე განმარტავს, რომ მიდგომა გამკაცრდება და შედეგად, შავ სიაში მოხვედრილი კომპანიის დამფუძნებელს ახალი კომპანიის დაფუძნება აღარ შეეძლება.
რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ლევან რაზმაძის თქმით, საკითხზე კომუნიკაცია იყო.
„რაც შეეხება ახალ კანონმდებლობას. მინდა გითხრათ, რომ შავ სიას უფრო ვამკაცრებთ, რაც მდგომარეობს იმაში, რომ აქამდე თუ დამფუძნებელს კიდევ შეეძლო კომპანიის დაფუძნება და მუშაობის გაგრძელება, ახლა აღარ შეეძლება და კვალდაკვალ მივყვებით მის ქმედებას.
რაც შეეხება გასაჩივრებების თემას, ჩვენ სასამართლოებთან გვაქვს ინტენსიური შეხვედრები და ვუხსნით, რომ გასაჩივრების შემთხვევაში და იმ შემთხვევაში, თუ კომპანია არასამართლიანად ოპერირებს ისევ ბაზარზე შავი სიის მიუხედავად, აუცილებელია, რომ უფრო მეტი ჩაკითხვა იყოს საქმის განხილვის პერიოდში და გადაწყვეტილებები იყოს უფრო სკრუპულოზურად მიღებული. თუმცა ჩვენ მოსამართლეების გადაწყვეტილებებში ვერ ჩავერევით“,- თქვა ლევან რაზმაძემ.
შესყიდვების შესახებ ახალი კანონი საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის თებერვალში მიიღო და მისი ამოქმედება ეტაპობრივად, 2025 წლის 1 იანვრიდან დაიწყება.
2025 წლის 9 თვეში საქართველოს ენერგეტიკის სექტორში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 139.9 მლნ დოლარი შეადგინა. ზრდა 9.3%-ია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,…
მასწავლებლებისა და ზოგადი განათლების ადმინისტრატორებისთვის გაცვლითი პროგრამა გამოცხადდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოში აშშ-ს საელჩო წერს. პროგრამის Study of the U.S. Institutes (SUSIs) ფარგლებში,…
ღვინის ეროვნული სააგენტო კომერციული ვენახის გაშენებაზე ნებართვების გაცემას 2026 წლის მარტიდან დაიწყებს. ნებართვები უფასო იქნება. ამას ითვალისწინებს მთავრობის მიერ ინიციირებული „ვაზისა…